17.10.2018
პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი
ბიოლოგიის
წრე
სახელი, გვარი __________________________________________________________________
თვლი თუა არა, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატების გარკვეულ საფუძველს ქმნის
თვლი თუა არა, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატების გარკვეულ საფუძველს ქმნის
____________________________________________________________________
რა შეიძლება შეგმატოს ბიოლოგიის წრემ? შენი მოლოდინები:
რა შეიძლება შეგმატოს ბიოლოგიის წრემ? შენი მოლოდინები:
_____________________________________________________________________
ბიოლოგიის წრე შენთვის მნიშვნელოვანია:
ბიოლოგიის წრე შენთვის მნიშვნელოვანია:
(შეგიძლია აღნიშნო რამოდენიმე)
ა) მასწავლებელი დაგეხმარება მხოლოდ იმ მასალის გაგებაში
რომელშიც თვლი რომ ვერ იგებ;
ბ) განამტკიცებ გაკვეთილზე მიღებულ
ცოდნას;
გ) გინდა იმაზე მეტი იცოდე,
ვიდრე შენი სახელმძღვანელოს საშუალებით სწავლობ.
ბიოლოგიის
რომელი ნაწილია შენთვის უფრო საინტერესო?
(შეგიძლია აღნიშნო რამოდენიმე)
ა)უჯრედი
ბ)ადამიანის
ანატომია
გ)გენეტიკა
ბიოლოგიის წრე შენ ინტერესებს გაითვალისწინებს💗
24.10.2018
31.10.2018
წრეზე მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო.
თემა - ჩონჩხი
მიზანი - ამოიცნონ და სწორად შექმნან თეორიული ცოდნის საფუძველზე ადამიანის ჩონჩხის ილუსტრაცია.
წინასწარ მომზადებული ჩონჩხის ნაწილები დაურიგდათ მოსწავლეებს წყვილებში და დროის გათვალისწინებით მათ შეძლეს დავალების შესრულება.
შედეგი - მოსწავლეებს შეუძლიათ ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილების ამოცნობა, დასახელება, მდებარეობის და ფუნქციის განსაზღვრა.
7.11.2018
პრაქტიკული სამუშაო:
მოსწავლეებმა ააწყეს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოდელი. მათ შეუძლიათ განსაზღვრონ საჭმლის მომნელებელი სისტემის თითოეული ორგანოს მდებარეობა ადამიანის ორგანიზმში.
14.11.2018
პრაქტიკული სამუშაო:
მოსწავლეებმა დაამზადეს სისხლის ფორმიანი ელემენტები: ერითროციტები,ლეიკოციტები და თრომბოციტები პლასტელინისაგან;
პლაზმისთვის კი წებო გამოიყენეს. შეურიეს და მიიღეს სისხლის იმიტაცია.
მათ შეექმნათ წარმოდგენა, როგორია ადამიანის სისხლში პლაზმა და ფორმიანი ელემენტები. მოსწავლეებმა ხალისისით შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო.
21.11.2018
ბიოლოგიის წრის წევრებმა გაიმეორეს წინარე მასალა. ჩამოაყალიბეს თითოეული სისტემის მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისთვის. განსაზღვრეს უცხო ტერმინები.
აღნიშნეს, რომ პრაქტიკული დავალებები ბიოლოგიის სწავლების მოტივაციის ზრდას განაპირობებს.
პრაქტიკული სამუშაო: მიკროსკოპის გამოყენებით ადამიანის და ბაყაყის ერითროციტების პრეპარატები დაათვალიერეს. შეადარეს და თეორიული ცოდნა განიმტკიცეს მოცემული სამუშაოს საფუძველზე. ნახეს, რომ ადამიანის ერითროციტს, ბაყაყის ერითროციტისგან განსხვავებით ბირთვი არ აქვს. მოსწავლეები მონდომებით და ინტერესით აღწერდნენ თითოეულ პრეპარატს. მათ გააკეთეს ჩანაწერები რვეულში.
5.12.2018
მოსწავლეებმა გამოიყენეს თეორიული მასალა შესაბამისი რესურსსთან ერთდ და შექმნეს სისხლის მიმოქცევის წრეების მოდელი. მათ ხალისით შეასრულეს დავალება.
პრაქტიკული სამუშაოს მიზანია მირწეული იქნა. მათ შეუძლიათ აღწერონ სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეები.






12.12.2018
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი , რომ ესწავლათ წნევის გაზომვა. მათ თავი კარგად გაართვეს ამ პროცესს. ერთმანეთს ეხმარებოდნენ და აძლევდნენ სწორ მითითებებს. აღრიცხეს წნევის მაჩვენებლები რვეულში.




აქტივობა - კროსვორდი
მოსწავლეებმა შეაჯამეს ენდოკრინული სისტემა. უპასუხეს კითხვებს. სურვილის მიხედვით რამოდენიმე მოსწავლემ შეავსო კროსვორდი, სადაც თემის ირგვლივ მოცემული იყო დავალებები.
7.02.2019
27.02.2019
აქტივობა - "რეფლექსური რკალი"
7.03.2019
როლური თამაში: "ადამიანის ორგანიზმი"
მოსწავლეებმა მოირგეს ადამიანის ორგანიზმის ორგანოების, ჯირკვლების და ორგანოთა სისტემების როლები. მათ გაიხსენეს ორგანოების ფუნქციები და იმსჯელეს რა დაუშავდებოდა ორგანიზმს რომ ამოეკვეთათ თითოეული ნაწილი. ცდილობდნენ დაემტკიცებინათ , რომ ორგანიზმი მოკვდებოდა მათ გარეშე.
აქტივობის მიზანი მიღწეულ იქნა. გაიხსენეს ფუნქციები და იმსჯელეს ორგანიზმის , როგორც ერთი მთლიანის არსებობაზე. რომ ყველა ორგანოს და სტრუქტურას თავისი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.









21.03.2019
აქტივობა "რეფლექსი"



თვალის მოდელი

28.03.2019
ექსპერიმენტი
"წყლის წვეთი მოქმედებს როგორც ლინზა"







3.04.2019
პრაქტიკული სამუშაო - ტვინის დიდი ნახევარსფეროები










10.04.2019
17.04.2019
ექსპერიმენტი
- ვიტამინების აღმოჩენა
- ცილის აღმოჩენა
- სახამებლის აღმოჩენა












1.05.2019
ექსპერიმენტი - ფერმენტების მოქმედება



8.05.2019














No comments:
Post a Comment