18.10.2018
პირველი შეხვედრის მიზანს წარმოადგენს:
- კლუბის წევრების ურთიერთგაცნობა;
- კონცეფციის შემუშავება.;
- კლუბის მიზნების გაცნობა;
- სახელწოდების და ლოგოს შემუშავება.;
- კლუბის წევრების მიერ კლუბის ხელმძღვანელის არჩევა;
- სამუშაო გეგმის შედგენა.
მოსწავლეები გაეცნენ კლუბური მუშაობის წესდებას. მათ შეავსეს განაცხადი კლუბში გაწევრიანების შესახებ. ისაუბრეს ეკოლოგიური განათლების შესახებ; მათ გამოთქვეს სურვილი მიიღონ მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, რომელიც გააღრმავებს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ცოდნას, გაზრდის სწავლების მოტივაციას.





15.11.2018.
ეკო კლუბი სტუმრად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“
ორგანიზებით ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სააგენტოში ეკო კლუბის წევრებს
- ბიოლოგიის პედაგოგის თამარ ელისაშვილის ხელმძღვანელობით ჩაუტარდათ ეკოსაგანმანათლებლო
ლექცია-სემინარი.
შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა
და განვითარების სამსახურის უფროსმა - ნატო სულთანიშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, კატეგორიებზე, დაშვებულ და აკრძალულ
საქმიანობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ინერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა
მიიღეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების არსზე, იქ გავრცელებულ ბიომრავალფეროვნებაზე,
წითელი ნუსხის სახეობებზე, ეკოტურისტულ სერვისებზე.
ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს
მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათ მონაწილეობას გარემოსდაცვით
ღონისძიებებში.
http://muschool.edu.ge/სტუმრად-საქართველოს-გარე/

21.12.2018
ეკოლოგიური კლუბის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე: ნარჩენების მართვა"
მოსწავლეებმა ისაუბრეს ნარჩენების გადამუშავების გზებზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულების განვითარება გარემოში ეკოლოგიური პრობლემების შემცირების თვალსაზრისით.
შეხვედრის მიზანი თავისუფალი აზროვნების, პრობლემის გამოკვეთის, ანალიზის და პრობლემის გადაჭრის გზების უნარების განვითარებაა. მოსწავლეები ერთმანეთის მოსმენის, თანამშრომლობითი და დაკვირვების სტრატეგიებს სწორად იყენებენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
22 04.2019 "დედამიწის დღე"
დედამიწის დღის აღსანიშნავად ეკო-კლუბის წევრებმა დაამზადეს ბროშურა და დაურიგეს მასწავლებლებს და მოსწავლეებს. მათ მინი ლექციით აუხსნეს სკოლის მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობა.













5 ივნისი გარემოს დაცვის დღე.
პროექტი : " გლობალური დათბობა"
პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეებმა დაამზადეს ნახატები სხვადასხვა მასალით, რითიც გამოხატეს დედამიწის მდგომარეობა, გლიბალური დათბობის დროს.



მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია აღნიშნული თემის ირგვლივ სხვადასხვა კლასებში. იმსჯელეს საფრთხეებზე და განიხილეს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიური გზები.
"ნარჩენების მართვა"
17.02.2020
მოსწავლეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია თემაზე: ნარჩენების მართვა.
შეხვედრას გაუძღვა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი - CENN - ის წარმომადგენელი თეა კუტალია.
No comments:
Post a Comment