VII კლასი
ბიოლოგიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაოს ჩატარება.
მოსწავლე თეორიული მასალის საფუძველზე გეგმავს და ატარებს სხვადასხვა აქტივობას. ეს კი ხელს უწყობს სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას.
პრაქტიკული სამუშაო ჩავატარე მეშვიდე კლასებში. მათთვის სახალისო და მარტივად გასაგები აღმოჩნდა ამ ფორმით გაკვეთილის ჩატარება. ჩემი მითითებებით დაამზადეს მცენარის უჯრედის დროებითი პრეპარატი. ისინი მუშაობდნენ ჯგუფურად. დამზადებული პრეპარატი კი დაათვალიერეს სინათლის მიკროსკოპში.
აქტივობის მიზანია მოსწავლეებში თემისადმი ინტერესის გაღვივება და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
შესაძლებელია მცირე ხარვეზები დაუშვეს მიკროსკოპის გამოყენების დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრაქტიკულმა სამუშაომ. მათ შეუძლიათ მცენარეული უჯრედის დახასიათება.
VII -კლასი
მეშვიდე კლასში მეტად ინფორმაციული გაკვეთილია: მცენარეული და ცხოველური უჯრედების სტრუქტურები. ვფიქრობ მათთვის ეს მასალა საკმაოდ რთულია. ამისათვის დავგეგმე და პრაქტიკულად ავუხსენი უჯრედის სტრუქტურები. მათ თითოეულ სტრუქტურის სლაიდს ვუჩვენებდი და ვაძლევდი დავალებას, რომ დაეხატათ ან გამოეძერწათ როგორც შეძლებდნენ. მართალია დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ
მათთვის ასე უფრო მარტივი გახდა აღნიშნული მასალის გაგება.
აქტივობის მიზანი იყო უჯრედის სტრუქტურების დახასიათება, ილუსტრაციაზე ამოცნობა; შემოქმედებითი; თანამშრომლობითი; ინფორმაციის მიღების და დახარისხების უნარების განვითარება.
მოსწავლეებმა გამოიყენეს: სახატავი ფანქრები, ფლომასტერები, გუაში, ფუნჯი და ერთჯერადი თეფშები.
მოსწავლეებს შეუძლიათ უჯრედის სტრუქტურების ფორმის და ფუნქციის მიხედვით დახასიათება.
VIII- კლასი
თემა- საჭმლის მომნელებელი სისტემა.
მოდელის აწყობა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და ხალისით შეასრულეს პრაქტიკული დავალება. აეწყოთ საჭმლის მომნელებელი სიტემის მოდელი. მათ გამოიყენეს თეორიული ცოდნა - სად მდებარეობს საჭმლის მომნელებელი სისტემის შემადგენელი ორგანოები და პირველივე ცდაზე თავისუფლად შეასრულეს დავალება. მოდელზე მუშაობით კარგად განსაზღვრეს რომელი ორგანოებია გულმკერდის და მუცლის ღრუში. იმსჯელეს თითოეულის მნიშვნელობაზე.



VIII-კლასი
თემა - საჭმლის მომნელებელი სისტემა
მოსწავლეებმა გამოიყენეს თეორიული ცოდნა საჭმლის მონელებელი სისტემის შესახებ და შექმნეს ამ სისტემის ნახატები და მოდელი. კლასი სამ ჯგუფად გავანაწილე. მათ წინასწარ გადაინაწილეს საჭირო რესურსები პრაქტიკულის სამუშაოსთვის.
თითოეულმა ჯგუფმა თავიანთი სურვილით გადაწყვიტეს , როგორ წარმადგენდნენ დავალებას. ორმა ჯგუფმა გამოიყენა ფერადი ფანქრები, ხოლო მესამე ჯგუფმა იმუშავა პლასტელინებით.
ისინი მონდომებით ასრულებდნე დავალებას. როგორც შეძლეს დახატეს და გამოძერწეს საჭმლის მომნელებელი სისტემის შემადგენელი სტრუქტურები.
მათთვის თემის ასეთი შჯამება სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.






VIII-კლასი
თემა -სისხლის მიმოქცევის სისტემა; პულსი.
მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი წყვილებში.
ყველა მოსწავლემ თავის მეწყვილეს პულსი მშვიდ მდგომარეობაში დაითვალა.
შემდეგ მათ რამდენიმე ფიზიკური ვარჯიში შეასრულს. პულსის რაოდენობა ახლა დაღლილ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეებს შეუმოწმეს. მათ შეადარეს მშვიდ და დაღლილ მგომარეობაში მყოფი მოსწავლეების პულსის რაოდენობა. მონაცემები რვეულში შეიტანეს. დაკვირვების შედეგად გამოიტანეს დასკვნები. მოსწავლებისთვის ამ ფორმით საკითხის ახსნა და გაანალიზება ბევრად მარტივი და სახალისო აღმოჩნდა.


No comments:
Post a Comment