ჩემი შეხვედრები


არაფორმალური განათლების ცენტრი/ non-formal education center


ა(ა)იპ არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით, 15 თებერვალს, ჩატარდება ვორქშოფი: "მოტივაცია და სწავლა-სწავლება" . ვორქშოფზე დასწრება შეეძლებათ საჯარო და კერძო სკოლის, ასევე დამწყებ და მომავალ პედაგოგებს.
ვორქშოფზე განსახლიველი საკითხებია:
• მოტივაცია, როგორც ქცევის მართვის მექანიზმი;
• მოტივაციის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები;
• რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის მიერ მოტივაციის ფორმის შერჩევას სწავლების პროცესში;
• რა თვისებებით ხასიათდებიან შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით მოტივირებული მოსწავლეები;
• როგორ მოვიქცეთ,როცა ვიყენებთ მოტივატორს დადებითი ეფექტისთვის, თუმცა საწინააღმეგო შედეგს ვიღებთ;
შეხვედრა დატვირთული იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული დავალებებით. პედაგოგები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და ისაუბრებენ მოტივაციასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე.
მსმენელები განიხილავენ სხვადასხვა ქეისებს, გამოკვეთენ პრობლემებს და იმსჯელებენ იმ მიდგომებსა და აქტივობებზე, რომელიც აუმაღლებს სწავლის მოტივაციას სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მოსწავლეებს.
მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSee9-mrCnyW1pBN15TrvM5-cXcTtsm2bDKlnP3y6K0zWrRcng/viewform
მონაწილეობა უფასოა!
გაიცემა სერტიფიკატი.

   აქტიურმა  ჩართულობამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი თემაა მოტივაცია სასწავლო პროცესში. განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო აქტივობა და განვიხილეთ სიტუაციური ამოცანები. მასწავლებლებმა დაასახელეს პრობლემები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. 














16 .02.2020
არაფორმალური განათლების ცენტრი/ non-formal education center
ა(ა)იპ არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით, 16 თებერვალს, ჩატარდა კონფერენცია "უკეთესი განათლებისთვის" , რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგები.

https://www.facebook.com/770828089672769/photos/pcb.2862980763790814/2862941207128103/?type=3&theater
 



No comments:

Post a Comment