გაკვეთილის გეგმები



გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი,გვარი :       თამარ ელისაშვილი
პირადი ნომერი :                                
საგანი:                                                  ბიოლოგია
სწავლების საფეხური / კლასი :       საბაზო VIII7
მოსწავლეთა რაოდენობა:                12
გაკვეთილის თემა:                             საჭმლის მომნელებელის მომნელებელი სისტემა
                                                                     შემაჯამებელი გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი :                    
 მოსწავლეები  შეძლებენ დაახასიათონ ადამიანის საჭმლის მონელებელი სისტემის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები;
მოსწავლეები  შეძლებენ  ექსპერიმენტის ჩატარებას, დავირვებას, მონაცემების აღრიცხვას, ანალიზს და შეფასებას;  მოიპოვებენ ინფორმაციას არასწორი კვების შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ .




N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და  გაკვეთილის მიზანს
წინასწარ მომზადებულ ჯგუფებს ურიგებს  შეფასების სქემებს.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
კომპიუტერი
შეფასების სქემა
3 წთ
2
მასწავლებელი  ცოდნის გააქტიურების მიზნით აძლევს მოსწავლეებს დავალებას: წინასწარ მომზადებულ  სქემაზე: საჭმლის მომნელებელი სისტემის ძირითად ორგანოებს მიუსადაგონ სახელწოდებები.მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1. სად იწყება საკვების დამუშავება?
2. რატომაა საჭირო საკვების დაქუცმაცება?
3.რისი საშუალებით ვაქუცმაცებთ საკვებს?
4.რამდენგვარი კბილი აქვს ადამიანს ფუნქციის მიხედვით?
5.რატომ ვამბობთ რომ კბილი ცოცხალია?
6.როგორია კბილის აგებულება?
7.რა მონაწილეობს კბილების გარდა ღეჭვის პროცესში?
8.რატომაა საჭირო ნივთიერებების დაშლა?
9.თქვენი აზრით რომელი ნივთიერება არ განიცდის დაშლას?
10.რამდენ შრიანია საჭმლის მომნელებელი  მილის კედელი?
11.როგორი შედგენილობა აქვს ნერწყვს?
12.დაასახელეთ მსხვილი სანერწყვე ჯირკვალი.
13.რომელი ნივთიერებები იშლება პირის ღრუში და რა არის დაშლის პროდუქტი?
14. რომელი ფერმენტები შლიან ნახშირწყლებს ?
15. რა არის პერისტალტიკა?
კითხვა-პასუხი

ილუსტრაციაზე მუშაობა
მთელი კლასი
საჭმლის მონელებელი სისტემის ილუსტრაცია
მარკერი.
10წთ
3
მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს დავალებებს:
I ჯგუფი - კუჭის წვენის შედგენილობა;
ნივთერებების დაშლა და შეწოვა კუჭში:
ნივთერებების შეწოვა წვრილი  ნაწლავში.
IIჯგუფი - ნივთიერებების დაშლა თორმეტგოჯა ნაწლავში;
მსხვილი ნაწლავის ფუნქციები.
პრეზენტაცია
ჯგუფური
ფორმატი
მარკერი
10წთ
4
ექსპერიმენტი
I ჯგუფი- ცილის დაშლა პეპსინის საშუალებით;
II ჯგუფი -  ცილის დაშლა პეპსინის და მარილმჟავას საშუალებით.
მასწავლებელი ეხმარება ექსპერიმენტის ჩატარებაში მოსწავლეებს; აძლევს ინსტრუქციებს.  ჯგუფებს ურიგებს ოქმის ფურცლებს. სთხოვს მოსწავლეებს დააფიქსირონ რა მოლოდინი აქვთ ამ ექსპერიმენტიდან. ჯგუფები აღწერენ პროცესს, აკვირდებიან ერთმანეთის შედეგებს და აკეთებენ დასკვნებს.  მოსწავლეები ამ ექსპერიმენტის საშუალებით განამტკიცებენ ცოდნას ფერმენტების მოქმედების შესახებ. გამოიტანენ დასკვნას, რომ ნივთიერების დასაშლელად მხოლოდ ფერმენტები არ არის საკმარისი. საჭიროა შესაბამისი PH -არე, რომელიც გააქტიურებს ფერმენტების მოქმედებას. მოსწავლეები კიდევ ერთხელ იმეორებენ პირის ღრუში, კუჭში და თორმეტგოჯაში არსებულ PH და აქ მოქმედ ფერმენტებს. ვარაუდობენ კიდევ რა პირობები უნდა შექმნან იმისათვის რომ ცილა ადვილად  და სწრაფად დაიშალოს. ასახელებენ ტემპერატურას და შეხების ზედაპირის ფართობს.


ცდის შედეგების მონაცემთა წარმოდგენა ოქმის სახით;
დაკვირვება;
ანალიზი.
ჯგუფური
სინჯარა;
მინის წკირი;
პეპსინი;
მარილმჟავა;
ცილა;
ოქმის ფურცელი;
თაბახი;
კალამი.

10 წთ
5
ვიდეო მასალა  საჭმლის მონელება
თეორიული ცოდნის ანალიზი და გაღრმავება ვიდეო მასალის საუალებით
მთელი  კლასი
ინტერნეტი
პროექტორი
კომპიუტერი
https://www.youtube.com/watch?v=JfYdBLqLVFA
2 წთ
6
საშინაო დავალება.
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ინტერნეტ რესურსს  არსწორი კვებით გამოწვეულ დარღვევებით დაავადებულ ადამიანებზე. აძლევს მითითებებს რა უნდა გაითვალისწინონ დავალების შესრულების დროს. დავალების თემაა:. მოიძიონ ინფორმაცია არასწორი კვების ( მაგ: „სწრაფი კვების „ პროდუქტების გამოყენება) შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ.
ვიზიტი სკოლის ან პირად ექიმთან.


ინფორმაციის მოძიება;
დახარისხება;
კვლევა;
მონაცემთა აღრიცხვა;
ანალიზი.
ინდივიდუა-
ლური


სახელმძღვა-ნელო;
დავალების რვეული;
 კალამი;
ინტერნეტ-რესურსები;
კომპიუტერი;ვიზიტი სკოლის ან  პირად ექიმთან.
3 წთ
7
შეფასება
განმსაზღვრელი
ჯგუფური
ინდივიდუა-ლური
შეფასების სქემები
7 წთ


 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  :                 
ბიოლ.VIII.2 მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
ბიოლ. VIII.4. მოსწავლეს შეუძლლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
ბიოლ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები;
ბიოლ.VIII.9.4. მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების ( მაგ: „სწრაფი კვების „ პროდუქტების გამოყენება) შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ ( მაგ: ავიტამინოზები , ჭარბი წონა).








ხელმოწერა:

თარიღი:


შეფასება:(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები)
პრეზენტაციის შეფასების სქემა

  
შეფასება

1-4

5-6


7-8

9-10
საუბარი
უჭირს საუბარი
საუბარი სრულად გამართული არ არის
უმეტესად საუბრობს გამართულად
საუბრობს გამართულად, მეტყველებს მკაფიოდ
საკითხებზე
პასუხი
პასუხები არ აქვს არცერთ საკითზე
პასუხები აქვს მაგრამ ვერ აყალიბებს
პასუხები
სრულად არ
არის ჩამოყალიბებული
პასუხები  სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული
აუდიტორიასთან კონტაქტი
ცდილობს კონტაქტის დამყარებას
ძირითადად ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან
ამყარებს კონტაქტს აუდიტორიას
გრძნობს და ფლობს აუდიტორიას, ამყარებს კონტაქტს თითოეულ წევრთან
პასუხი აუდიტორიის შეკითხვებზე
პასუხობს ზოგ კითხვას
პასუხობს ზოგ კითხვას
პასუხობს თითქმის ყველა კითხვას და
ნაწილობრივ ასაბუთებს
პასუხობს ყველა კითხვას და დამაჯერებლად ასაბუთებს პასუხს

 ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა

გამოთქვამს შედეგის ვარაუდს
2
ატარებს  ექსპერიმენტს; იცავს უსაფრთხოების ნორმებს
2
აღწერს კვლევის მიმდინარეობას, ეტაპებს
2
აღრიცხავს და აანალიზებს მონაცემებს
2
მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგზე, აკეთებს დასკვნებს
2

გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

შეფასება და
კრიტერიუმები
9-10
6-8
1-5
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ნაკლებად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

შეფასება და
კრიტერიუმები
9-10
6-8
1-5
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო;
ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული;
ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო გადანაწილებული
სამუშაო  არ იყო ორგანიზებული;
ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილებულა
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროს
საკმარისად იცავენ დროს
ვერ იცავენ დროს
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური; მათ შორის იყო თანამშრომლობითი ურთიერთობა
ჯგუფის ყველა წევრი  არ იყო აქტიური; მათ შორის იყო თანამშრომლობითი ურთიერთობა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ; მათ შორის  არ იყო პოზიტიური ურთიერთობა

           ოქმი


მოსწავლეების მოლოდინი

მიზანი
მოსწავლეები თეორიული ცოდნის საფუძველზე ჩაატარებენ ექსპერიმენტს - ცილის დაშლა.  ისინი გამოიყენებენ საჭირო რესურსს და დააკვირდებიან ექსპერიმენტის მიმდინარეობას. წარმოადგენენ ცდის შედეგებს ოქმის სახით;  დააკვირვირდებიან და გამოიტანენ დასკვნებს;
მოსწავლები   შეძლებენ მონაცემთა ანალიზს  და შეფასებას;
რესურსი
ცილა,  პეპსინი,  მარილმჟავა, სინჯარები,  პიპეტი.
ექსპერიმენტის   მიმდინარეობა

შედეგების ანალიზი

დასკვნა


 

                            









 ჩატარებული  გაკვეთილის  რეფლექსია

პედაგოგი - თამარ ელისაშვილი
      გაკვეთილის მიზანი იყო -  მოსწავლეების მერ ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების შეჯამება.
     მოსწავლეებისათვის მოტივაციის შექმნის მიზნით დავსვი მარტივი შეკითხვები, რომელიც უკავშირდებოდა გაკვეთილის თემას.  ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის სქემაზე აღნიშნეს შესაბამისი ორგანოები, რამაც ჩემი აზრით  მოსწავლეთა ჩართულობა გამოიწვია.
    გაკვეთლის გეგმის მიხედვით ჩავატარე ჯგუფური სამუშაო. ვცდილობდი  დავხმარებოდი მოსწავლეებს და მიმეცა  მათთვის აქტიურად  აზროვნების  შესაძლებლობა. თუმცა მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია   სრული არ იყო, რამაც  გამოიწვია ჩემი   ჩართულობა.
   შემდეგი აქტივობა  ჯგუფებში ექსპერიმენტის ჩატარება იყო. ექსპერიმენტის ჩატარებამდე მოსწავლეები გამოთქვამდნენ ვარაუდს მოსალოდნელი შედეგების შესახებ.  ზეპირი ინსტრუქციების მიხედვით  ასრულებდნენ ცდას,   შემდეგ კი სააზროვნო  შეკითხვების  დასმით ვუბიძგებდი  მოსწავლეებს  შეედარებინათ ერთმანეთის შედეგები და გამოეტანათ დასკვნები.
  გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ფასილიტატორი ვყოფილიყავი, ეტაპობრივად მიმეცა სწორი მიმართულება დავალებების შესასრულებლად. მოსწავლეები მეტ-ნაკლებად  აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, პასუხობდნენ კითხვებს,  თავად ატარებდნენ  ცდებს , ავსებდნენ ცდის ოქმს,   მსჯელობდნენ და აკეთებდნენ დასკვნებს.  ამიტომ ვთვლი,  რომ მივაღწიე მიზანს.
  ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული გაკვეთილი მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას შესასწავლი თემის მიმართ, უვითარებს მათ კვლევით უნარებს.  მოსწავლე უკეთ ითვისებს მაშინ, როცა თეორიული მასალის საფუძველზე და მასწავლებლის ინსტრუქციების დახმარებით აკვირდება  პროცესებს , და მხოლოდ ამის შემდეგ  გამოაქვს დასკვნა. რის გამოც თითოეული საკითხი  უფრო გასაგები   ხდება.
   მოსწავლეებს გავაცანი საშინაო დავალება: „არასწორი კვების შედეგად გამოწვეული დაავადებების შესახებ“.   დავალების მიზანია მოსწავლეების მიერ ინფორმაციის  მოძიების, დახარისხების, შედეგების ანალიზის და შეფასების უნარების განვითარება.
   ვინაიდან , გაკვეთილის ორგანიზების ფორმა გახლდათ ჯგუფებში მუშაობა, მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისშივე  შევახსენე ჯგუფური მუშაობის წესები. თუმცა  მომიწია  მათთვის ამ წესების რამდენჯერმე  შეხსენება.
   გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს დავურიგე შეფასების სქემები რადგან თითოეულ მოსწავლეს გაეანალიზებინა აქტიურობა და ჩართულობა. ვფიქრობ ეს კრიტერიუმები მიეხმარება მოსწავლეებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.
    გაკვეთლი გეგმის მიხედვით წარიმართა და არ დამჭირდა   კორექტივების შეტანა. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც შემდგომი გაკვეთილების ჩატარებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია:
  • ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გამოყენებული რესურსები ხელმისაწვდომი უნდა  იყოს ჯგუფის თითოეული წევრისათვის.
  • წინასწარ უნდა შევიმუშაო ისეთი იდივიდუალური დავალებები და ინსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ პასიური მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
  • მოსწავლის  პრეზენტაციას დროს,  მასწავლებელი  უნდა  ინარჩუნებდეს ფასილიტატორის როლს.
  • მოსწავლეთა შეფასება უნდა მოვახდინო კონკრეტული კრიტერიუმებითა და  ფოკუსირებული კომენტარებით.
  • საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების მიერ დაშვებულ შეცდომებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციო.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი,გვარი :       თამარ ელისაშვილი
პირადი ნომერი :                                57001000779
საგანი:                                                  ბიოლოგია
სწავლების საფეხური / კლასი :       საბაზო  IX9
მოსწავლეთა რაოდენობა:                14
გაკვეთილის თემა:                             ნახშირბადის ციკლი
                                                                    
გაკვეთილის მიზანი :                   
 მოსწავლეები შეძლებენ ეკოსისტემაში ნივთიერებების (ნახშირორჟანგისა და წყლის)  მიმოქცევის აღწერას;    იმსჯელებენ ამ პროცესის მნიშვნელობაზე და  ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.









N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და  გაკვეთილის მიზანს. წყვილებს ურიგებს  შეფასების სქემებს.
(დანართი 1)
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
კომპიუტერი
შეფასების სქემები
3 წთ
2

წინარე ცოდნის გააქტიურება

საშინაო დავალების შემოწმება. შეცდომების გასწორება.
თემა:  ბიოგეოქიმიური ციკლი.     წყლის ციკლი.
მოსწავლეები  გამოკვეთენ და გაანალიზებენ ბუნდოვან საკითხებს;
მასწავლებლის დახმარებით  ჩაასწორებენ შეცდომებს. მასწავლებელი აფასებს განმავითარებელი შეფასებით მათ პასუხებს.

კითხვა-პასუხი
დაკვირვება
მთელი კლასი
საშინაო დავალების რვეული,
სახელმძღვა-ნელო
5 წთ
3
მასწავლებელი წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მიმართავს  მთელ კლასს კითხვებით:
1.გაიხსენეთ რომელი ნივთიერებები მიეკუთვნება არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებს?
2.როგორია გლუკოზის მოლეკულური ფორმულა.
3. დაასახელეთ ელემენტები რომელიც შედის გლუკოზის მოლეკულაში.
4.დააკვირდით სურათს . რომელი პროცესია მოცემული?
(სლაიდზე მოცემული იქნება ფოტოსინთეზი.)
5.შეეცადეთ აღწეროთ ფოტოსინთზის პროცესი.
6.რა წარმოადგენს ენერგიის პირველ წყაროს დედამიწაზე ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის?
7.დააკვირდით სურათს. რომელი პროცესია მოცემული?
(სლაიდზე მოცემული იქნება სუნთქვა)
8.შეეცადეთ აღწეროთ სუნთქვის პროცესი.
9.როგორ მიმართებაშია ეს ორი პროცესი ერთმანეთთან?
10.როგორ დააკავშირებთ ამ ორ პროცესს კვებით ჯაჭვთან?

კითხვა-პასუხი

მთელი კლასი
კომპიუტერი
სახელმძღვა-ნელო
7წთ
4
სიღრმისეული წვდომა
მოსწავლეები გაეცნობიან მასალას თემაზე:
 ნახშირბადის ციკლი.
მასწავლებელი მინი ლექციის საშუალებით მოსწავლეებს გადასცემს  ინფორმაციას  ნახშირბადის მიმოქცევაზე. განმარტავს   ამ ელემენტის ბიოტურ და აბიოტურ რეზერვუარს.
გამოიკვეთება საკვანძო სიტყვები: ფოტოსინთეზი, სუნთქვა, წვა, ლპობა, მინერალიზაცია;
სათბურის ეფექტი, გლობალური დათბობა.
მინი ლექცია
მთელი კლასი
კომპიუტერი
სლაიდები
დაფა
მარკერები

5წთ
5
ვიდეო მასალის ჩვენება კომენტარებით და კითხვა –პასუხით.
თემა: გლობალური დათბობა

თემის გაცნობა და პრობლემის გამოკვეთა
ვიდეო მასალის საშუალებით

მთელი  კლასი
ინტერნეტი
პროექტორი
კომპიუტეhttps://www.youtube.com/watch?v=dT1XGl2BxM0რი


7 წთ
6
რეფლექსია

მუშაობა წყვილებში.
იმისათვის რომ მასწავლებელმა შეამოწმოს ახალის მასალა რამდენად სწორად გაიგეს მოსწავლეებმა წყვილებს
ურიგებს  სამუშაო ტექსტს და აძლევს დავალებებს. მოძებნონ შეცდომები –  არსებული ცოდნის და გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
მასწავლებელი ურიგებს ბარათებს რომელზეც დაწერენ შეცდომას და დაასაბუთებენ ადამიანის, მცენარეების და მიკროორგანიზმების როლს ნახშირბადის წრებრუნვაში. გამოკვეთენ დადებით და უარყოფით მხარეებს. (დანართი 2)


ტეატზე მუშაობა
ინფორმაციის
დახარისხება;
შცდომების გასწორება
შედარება
ანალიზი.
წყვილები


ტექსტი
ბარათები
დაფა
მარკერი
10 წთ
7
საშინაო დავალება
მოიძიონ ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ.
გამოკვეთონ პრობლემა  და წარმოადგინონ პრობლემის გადაჭრის გზები.

ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ანალიზიპრობლე-
მის გადაჭრის გზების მოძიება.

ინდივიდუა-ლური
სახელმძღვანელო
ინტერნეტ რესურსი

4წთ

8
შეფასება
განმსაზღვრელი
განმავითარებელი
ინდივიდუა-ლური
წყვილები
შფასების სქემები
4წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  :                 
ბიოლ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს  ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჟელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში
ბიოლ. IX.8.6 იყენებს დიაგრამებს და აღწერს ნივთიერებების ( ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, აზოტის და წყლის)  მიმოქცევას ეკოსისტემებში და მსჯელობს ამ პროცესის მიშვნელობაზე.
ბიოლ.IX.3. მოსწავლეს შუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
ბიოლ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ხელმოწერა:
თარიღი:






დანართი 1                        გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა                                           
შეფასება და
კრიტერიუმები
9-10
6-8
1-5
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლას მსჯელობას
ნაკლებად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
წყვილებში მუშაობის შეფასების რუბრიკა

შეფასება და
კრიტერიუმები
9-10
6-8
1-5
წყვილის  მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო;
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული;

სამუშაო  არ იყო ორგანიზებული;

დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროს
საკმარისად იცავენ დროს
ვერ იცავენ დროს
თანამშრომლობა
 მათ შორის იყო თანამშრომლობითი ურთიერთობა.ერთმანეთის აზრს ითვალისწინებდნენ.
მათ შორის ნაწილობრივ იყო  თანამშრომლობითი ურთიერთობა.
მათ შორის  არ იყო პოზიტიური ურთიერთობა
წერითი საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

დავალებას წარმოადგენს განსაზღვრულ ვადებში
2
დავალება სრულადაა შესრულებული
3
სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს
3
იცავს წერის კულტურას
2
დანართი 2
ნახშირბადის წრებრუნვა ბიოგეოქიმიური ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ცოცხალ ორგანიზმებს რადგან ნახშირბადის შემცველ ბევრ ნივთიერებას შეიცავს ბიოტური რეზერვუარი ეწოდება.  თუმცა ამ ნივთიერებებიდან ნახშირბადს არ შეიცავს ცილები. ბიოტური ორგანიზმებიდან  ნახშირბადის ციკლში  მთავარი ადგილი ადამიანს და საპროფიტულ ორგანიზმებს  უკავიათ. ადამიანი ჩართულია ამ ციკლში მხოლოდ სუნთქვის პროცესით. ის ზრუნავს გარემოზე და  ცდილობს ეკოლოგიურად  სუფთა საწვავი გამოიყენოს საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის.
    აბიოტური რეზერვუარიდან მნიშვნელოვანია ოკეანეებში არსებული ნახშირბადი, რომელიც კარბონატების სახით არსებობს. ნიადაგში როცა ჟანგბადის რაოდენობა საკმარისია რედუცენტების მოქმედებით წარმოიქმნება ისეთი წიაღისეული როგორიცაა: ქვანახშირი და ტორფი.
მცენარეები ნახშირორჟანგს ფოტოსინთზისათვის იყენებენ თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჰაერში CO2 -ის  კონცენტრაციიის  ბალანსისთვის.
მცენარეებიდან ნახშირბადშემცველი ნივთიერებები ჯერ გადადის ცხოველისმჭამელ ორგანიზმებში და შემდეგ მცენარისმჭამელ ორგანიზმებში. მათი სიკვდილის შემდეგ კი რედუცენტების ზემოქმედებით ,  ნახშირბადი გახრწნილ სხეულს CO2 -ის  სახით ტოვებს.
     ჩვეულებრივ   CO2 -ის გამოყოფა სუნთქვისას და მისი შთანთქმა ფოტოსინთეზის დროს ისეა დაბალანსებული, რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია მუდმივია და 0,08 %-ის ტოლია.   ყველა ცოცხალი ორგანიზმი სუნთქვისას გამოყოფს CO2 -ს  ადამიანი ბიოტურ რეზერვუარს წარმოადგენს.სწორედ ადამიანით იწყება ნახშირბადის ციკლი დედამიწაზე.

ადამიანი  მხოლოდ ნახშირბადის მიმოცვლითაა ბიოგეოქიმიურ ციკლში  ჩართული. მინერალიზაცია მნიშვნელოვანია ნახშირბადის ციკლში თუმცა ეს პროცესი   რომ დაირღვეს ადამიანს არანაირი ზიანი არ მიადგება.





ჩატარებული გაკვეთლის რეფლექსია
პედაგოგი:  თამარ ელისაშვილი


     გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს აღეწერათ   ეკოსისტემაში ნივთიერებების (ნახშირორჟანგისა და წყლის) მიმოქცევა; ემსჯელათ ამ პროცესების მნიშვნელობასა და ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
     გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად განვიხილე საშინაო დავალება. დავალების განხილვისას გამოიკვეთა ბუნდოვანი საკითხები, რომელთა  ჩასწორება და გაანალიზება შეძლეს ჩემი დახმარებით.
     ცოდნის გააქტიურების მიზნით კლასს მივმართე კითხვებით, რომლებიც უკავშირდებოდა უკვე შესწავლილ მასალას. კითხვები იყო სხვადასხვა ტიპის, რომლებსაც თან ერთვოდა სლაიდები.  თვალსაჩინოების  გამოყენებამ გაუმარტივა მოსწავლეებს პასუხების ჩამოყალიბება.
    ამის შემდეგ, გადავედი ახალი მასალის ახსნაზე მინი ლექციის საშუალებით.
    მინი ლექციის დროს  ვცდილობდი მოსწავლეების ჩართულობას და  თანმიმდევრულად  ვსამდი კითხვებს  იმ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდებოდა ახალ მასალას. გამოვკვეთე  საკვანძო სიტყვები,  რომლებიც დაეხმარებოდა მათ აღნიშნული თმის გაგებასა და გაანალიზებაში.
    იმისათვის რომ თემა უფრო აქტუალური და საინტერესო ყოფილიყო მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო მასალა  გლობალური დათბობის შესახებ. პერიოდულად ვაკეთებდი კომენტარებს და ყურადღებას ვამახვილებდი ახალ ტერმინებზე: როგორიცაა სათბურის აირები და სათბურის ეფექტი. ვფიქრობ  ამ აქტივობით გავზარდე მოსწავლეებში თემისადმი დაინტერესება.
     უკუკავშირის მიღების მიზნით, ჩავატარე მუშაობა წყვილებში.  წინასწარი ინსტრუქციების  მიხედვით მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ  შეცდომები ტექსტში, რომელიც ეხებოდა ახალ მასალას.  განსაზღვრული დროის შემდეგ, წყვილიდან ერთმა მოსწავლემ წარმოადგინა შესრულებული დავალება. ვფიქრობ მიზანს მივაღწიე, რადგან  მოსწავლეებმა ყველა შეცდომა მონიშნეს. როგორც ჩანს,  ახალი მასალა მათთვის გასაგები აღმოჩნდა.
      გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი დავალება: მოეძიებინათ ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ; დავალების მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ   აღნიშნულ  საკითხში  პრობლემის გამოკვეთა და გადაჭრის გზების  მოიძიება.
     
    
      გაკვეთილის პროცესში ვაკვირდებოდი თითოეული  მოსწავლის ჩართულობას. როგორც ინდივიდუალურად , ასევე წყვილებში, რაც დამეხმარა მიმეცა მათთვის განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, წინასწარ დარიგებული სქემების მიხედვით.
     გაკვეთლი გეგმის მიხედვით წარიმართა და არ დამჭირვებია კორექტივების შეტანა. ყველა აქტივობა  დაგეგმილ დროში განხორციელდა.
    გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები:
         უკეთესი იქნებოდა ახალი მასალის ახსნისას გამომეყენებინა მარტივი სახალისო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობდა მასალის უკეთ გაგებას;
        კარგი იქნებოდა, თუ ინსტრუქციის გაცნობას მეტ დროსა და ყურადღებას დავუთმობდი;
        ორი მოსწავლე ნაკლებად აქტიურობდა.
    შემდგომში  გაკვეთილის ჩატარებისას გავითვალისწინებ:
·           ახალი მასალის ახსნისას უფრო მრავალფეროვან მეთოდებს გამოვიყენებ, რაც   ხელს შუწყობს მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლის მიმართ დაინტერესებას.
·           წყვილებში მუშაობის დროს ინსტრუქცია სამუშაოს  დაწყებამდე - უფრო გარკვევით და სრულყოფილად მივაწოდებ.

·            მეტ ყურადღებას დავუთმობ პასიურ მოსწავლეებს, მოვამზადებ  ისეთი დავალებებს, რომლებიც მათი ინტერესებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარეობს. 



3 comments: